воскресенье, 25 апреля 2010 г.

პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები გამოიკვლევენ თავიანთ ტერიტორიაზე დანაგვიანების პრობლემას და დასახავენ კონკრეტულ ამოცანებს პრობლემის გადასაჭრელად.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთ მიმდებარე ტერიტორიას, გადაიღებენ სურათებს,გამართავენ აქციას სახელწოდებით "ნუ გადავაქცევთ დედამიწას ნაგვის სასაფლაოდ"
ჩამოწერენ პრობლემის გადაჭრის ამოცანებს,მიმართავენ თემს,ადგილობრივ თვითმმართველობას,დადგამენ სკეჩებს,ჩაატარებენ შაბათობებს ჩამოაყალიბებენ იდეებს "ნარჩენების ეფექტური გამოყენების შესახებ",დაამზადებენ ბუკლეტებს და დაურიგებენ მოსახლეობას.

მოსწავლეთა ასაკი:7–8 წელი.
ვადებისის ხანგრძლივობა:25.03.2010 წელი–1.10.2010.წელი.
პროექტის შესაძლო აქტივობები:კვლევა,დისკუსიების გამართვა,აქციები შაბათობა,პლაკატების შექმნა ბუკლეტების დამზადება.
მოსალოდნელი შედეგები:გამოეხმაურება მოსახლეობა ყურად იღებს საფრთხეს თუ რა შეიძლება მოყვეს დაუდევრად დანაგვიანებას, მოსწავლეები კი თავად არ გახდებიან დანაგვიანების ინიციატორები.
სასარგებლო სხვებისთვის:გაითვალისწინებენ თავადაც მოაწყობენ მსგავს აქციებს და ისრუნებენ საცხოვრებელი გარემოს ესთეტიურ მხარეზე.
სამუშაო ენა:ქართული,(რუსული,ინგლისური).
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.

პროექტის ფასილიტატორი:დალი გოგინაშვილი
ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა dgoginashvili1961@gmail.com
პროექტის ვებგვერდის ბლოგი; http://dali-24.blogspot.com/